“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს, იმ კრიმინალისთვის, რაც მან ქვეყანაში ჩაიდინა, “საპატიმროს აჩუქებენ“.
როგორც მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, მათი პირადი მტერი იქნება ის ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ივანიშვილთან კოჰაბიტაცია შესაძლებელია.
ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ვაჩუქებთ საპატიმროს, რადგან სხვა გზა ამ ადამიანს არ ექნება, იმ კრიმინალისთვის, რაც მან ჩაიდინა ქვეყანაში, ყველა თავისუფალი უწყების და ინტიტუტის განადგურებით, ადამაინებზე თავდასხმის, დასახიჩრების და მათი სასიკვდილოდ გამეტებისთვის, ამ ადამიანს ეკუთვნის უმძიმესი პასუხისმგებლობა, მათ შორის შემსრულებლესაც.
ჩვენი პირადი მტერი იქნება ნებისმიერი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ამ ადამიანთან კოჰაბიტაცია შესაძლებელია, ასევე “ხარებასთან“ კოჰაბიტაცია ან თანაარსებობა და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ამ ხელისუფლების ნაწილი არასდროს ვიქნებით“, – განაცხადა კუპრაძემ.