2024 წელს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის, Truth Social-ის მფლობელი ჰოლდინგური კომპანიის Trump Media & Technology Group-ის შემოსავალმა 12%-ით დაიკლო და $3.6 მილიონი შეადგინა, როცა წაგებამ 588%-ით მოიმატა და $400.9 მილიონი შეადგინა.
კომპანიის არადამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგები განპირობებულია, როგორც Truth Social-ის ფინანსური გაუმართაობით, ასევე თავად ამ ქსელის ბუნებით, რომელსაც, დიდწილად, მხოლოდ დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები იყენებენ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი Truth Social-ის 52%-იან წილს ფლობს, ხოლო თავად კომპანია ინვესტორების მიერ $6.6 მილიარდადაა შეფასებული.
