რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება – საავტომობილო გზა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. მოქალაქეებმა ადგილზე განლაგებული პოლიციის კორდონის მიუხედავად გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს დაბადების დღესთან დაკავშირებით სიმბოლურ ნიშნად შავი ბუშტები აქვთ მოტანილი.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ასევე მნიშვნელოვანია “პარტნიორების მხრიდან მუდმივი წნეხი”.
“,არ გავჩერდებით ს სურვილის მიუხედავად. დიდი აქციები წინ არის”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მოქალაქეები 83-ე დღეა პროტესტის ნიშნად უწყვეტად გამოდიან ქუჩაში. მათი მთავარი მოთხოვნაა, ახალი ს დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.