ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები აქცია-პერფორმანსს მართავენ.
“სიურპრიზი ოლიგარქს“ ამ ლოზუნგით სტუდენტები უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. მათ ადგილზე მოტანილი აქვთ დაფა, სადაც მათ ბიძინა ივანიშვილისთვის სურვილები აქვთ ჩამოწერილი. ამასთან, ახალგაზრდებს ადგილზე მიტანილი აქვთ სიმბოლური სათამაშოები.
გარდა ამისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სპეციალურად ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით სიმღერა დაწერეს.
სტუდენტები ივანიშვილს მოუწოდებენ, ქვეყანა დატოვოს, მათივე თქმით – „ოლიგარქია უნდა წავიდეს“.
ახალგაზრდები ადგილზე მისულები არიან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნიღბის ტარება დასჯადი გახდა, მათ ამის არ ეშინიათ.
