იური უშაკოვი: ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული პუტინისა და ტრამპის შეხვედრის თარიღი

-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის კონკრეტული თარიღის დასახელება ჯერჯერობით რთულია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა. ამის შესახებ BBC იტყობინება ტასზე დაყრდნობით.
შეხვედრა ვერ შედგება მომავალ კვირაში, საჭიროა დაძაბული მუშაობა, მოჰყავს უშაკოვის ციტატა რბკ-ს.
მან ასევე თქვა, რომ დღეს ერ-რიადში რუსეთისა და -ის დელეგაციებს შორის „ძალზე სერიოზული საუბარი გაიმართა ყველა საკითხზე“.
უშაკოვის თქმით, ჯერჯერობით ძნელია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაახლოებაზე ლაპარაკი.
როგორც სააგენტოები იტყობინებიან, საუდის არაბეთში ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის შეხვედრამ ოთხ-ნახევარ საათს გასტანა.
შეკითხვაზე, რამდენად კმაყოფილია მოლაპარაკებებით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ თქვა, რომ მან ცუდად არ ჩაიარა და იყო ძალზე სერიოზული საუბარი ყველა საკითხზე, „რომლებსაც გვინდოდა შევხებოდით“.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)