დიმიტრი პესკოვი – ევროკავშირში გაწევრიანება კიევის სუვერენული უფლებაა

ევროკავშირში გაწევრიანება კიევის სუვერენული უფლებაა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენულ უფლებას წარმოადგენს. საუბარი ინტეგრაციასა და ეკონომიკურ პროცესებს ეხება და ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვერცერთ ქვეყანას ვერავინ ვერაფერს უკარნახებს. ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. მაგრამ ჩვენ სრულიად განსხვავებული პოზიცია გვაქვს უსაფრთხოებასთან, თავდაცვასთან თუ სამხედრო ალიანსებთან დაკავშირებით. ესენი სხვა საკითხებია და ამის შესახებ ყველასთვის კარგად ცნობილია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, პესკოვის თქმით, -ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მომავალი შეხვედრის შესახებ შეთანხმება ჯერჯერობით არ მომხდარა.
„მსგავსი შეთანხმება არ არსებობს. შესაძლოა, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გარკვეული შეფასებები გაჩნდეს, მაგრამ ამის შესახებ მეც და თქვენც მოგვიანებით, ამ დიალოგის დასრულების შემდეგ გავიგებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთში, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისა და -რუსეთის ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)