შალვა პაპუაშვილი – თუ იმის სითამამე და კრიმინალური ვაჟკაცობა ჰყოფნით, კანონი დაარღვიონ, ამაზე პასუხისგებასაც შესაბამისი სითამამით შეხვდნენ და არ იწუწუნონ – თუ საგამოძიებო კომისია დაგიბარებს, უნდა მიხვიდე

თუკი იმის სითამამე თუ კრიმინალური ვაჟკაცობა ჰყოფნით, რომ კანონი დაარღვიონ, ამაზე პასუხისგებასაც შესაბამისი სითამამით შეხვდნენ და არ იწუწუნონ, თუ რატომ დაიწყო სისხლის სამართლის წარმოება – თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია დაგიბარებს უნდა მიხვიდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვება! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
აქვე პაპუაშვილმა დასძინა, რომ ყველას ურჩევს, დაემორჩილონ კანონს.
„პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაცა კანონს არღვევს. ადამიანი თავისუფალია მათ შორის იმაშიც, რომ შეიძლება კანონი დაარღვიოს, დანაშაული ჩაიდინოს. ზოგიერთს ასეთი წარმოდგენა აქვს, რომ დანაშაული უნდა ჩაიდინოს, კანონი დაარღვიოს, ხოლო ამაზე პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს.
თუკი მზად ხარ დაარღვიო კანონი, იყავი მზად, რომ ამისთვის პასუხისმგებლობა დაგეკისრება. ესა არის და ეს – არ დაიწყონ წუწუნი და უცხოელ მფარველებთან წერილების წერა, რომ არის პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტში “ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თანამდებობის პირები დაიბარა.

ასევე დაგაინტერესებთ