მედია: საუდის არაბეთში რუსულ-ამერიკული მრავალ საათიანი მოლაპარაკებები დასრულდა და როგორც, რუსული მხარის განცხადებებიდან ჩანს, ამ ეტაპზე ვერაფერ ღირებულზე ვერ შეთანხმდნენ

საუდის არაბეთში რუსულ-ამერიკული მრავალ საათიანი მოლაპარაკებები დასრულდა და როგორც, რუსული მხარის განცხადებებიდან ჩანს, ამ ეტაპზე ვერაფერ ღირებულზე ვერ შეთანხმდნენ.
კერძოდ:
ს მხრიდან, მომლაპარაკებელ ჯგუფში მყოფმა კირილ დმიტრიევმა, ერ-რიადში მოლაპარაკებებს დადებითი უწოდა,
მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა განიხილეს ის ფაქტი, რომ ორ დიდ ქვეყანას არ შეუძლია ერთმანეთთან ურთიერთობის გარეშე ყოფნა.
მომლაპარაკებელ ჯგუფში მყოფი, იური უშაკოვი კი, აცხადებს, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებებმა კარგად ჩაიარა.
მისი თქმით, “რუსეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზე”
“ჯერ ძნელი სათქმელია, რომ რუსეთი და უახლოვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ამაზე იყო საუბარი.
ძნელია პუტინისა და ტრამპის შეხვედრის კონკრეტული თარიღის დასახელება.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა მომავალ კვირას ნაკლებად სავარაუდოა.
რუსი და ამერიკელი მოლაპარაკებების ცალკეული გუნდები დროულად დაიწყებენ კონტაქტებს სთან დაკავშირებით.
რუსეთის პრეზიდენტი თავად გადაწყვეტს, როდის დაიწყება კონტაქტები აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებით.
რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების დელეგაციებმა გამართეს “ძალიან სერიოზული საუბარი ყველა საკითხზე”.
ჯერ არ არის ცნობილი, ვინ იქნება რუსეთის ფედერაციიდან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების მონაწილეებს შორის” – განაცხადა პუტინის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვმა.
წყარო