მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ ვეთანხმებით, რომ შეიძლება, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები სამხედრო ბაზების შესაქმნელად გამოიყენოს – სტოლტენბერგი

მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ ვეთანხმებით, რომ შეიძლება, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები სამხედრო ბაზების შესაქმნელად გამოიყენოს – სტოლტენბერგი
რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიები შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა სამხედრო ბაზების შესაქმნელად, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.
იენს სტოლტენბერგს, ოჩამჩირეში რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით კითხვა “რუსთავი2-მა” დაუსვა. ცოტა ხნის წინ, ნატო-ს გენმდივანთან, სამუშაო საუზმე ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა გამართეს. საგარეო უწყების ხელმძღვანელების შემდეგ, სწორედ თავდაცვის პირველი პირები შეიკრიბნენ ბრიუსელში.
განხილვის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერაა. მიზანია შეძლონ იმ გეგმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს წლიურად, უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას.
“ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიები შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა სამხედრო ბაზების შესაქმნელად. ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად შორს შეუძლია წავიდეს, რათა მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს უკრაინაში. უკრაინელები თავდაცვაზე იმყოფებიან, რადგან მათ რეალურად მიაღწიეს წარმატებებს ყირიმში საზღვაო ობიექტებზე თავდასხმაში. ამიტომ, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს, რაც რეალურად აჩვენებს იმ მიღწევებს, რომლებიც უკრაინელებს აქვთ რუსეთის საზღვაო ძალების წინააღმდეგ თავდასხმაში”, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)