კვერცხებით ვერ დამალავენ სიმართლეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამო საქართველო იზოლაციაშია, – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები სროლა.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლებას პროვოკაციების მოწყობა იმისთვის აწყობს, რომ ხალხს მთავარი პრობლემები დაავიწყოს და ცრუ დღის წესრიგი შექმნან.
„მათი სცენარი მარტივია – კვერცხები, პროვოკაციები, დაპირისპირება. ცდილობენ, შექმნან ცრუ დღის წესრიგი და ხალხს დაავიწყონ მთავარი პრობლემა, რომ არალეგიტიმური რეჟიმის გამო საქართველო იზოლაციაშია, ხალხი და დასავლეთი აღარ ენდობა ამ ე.წ. ხელისუფლებას, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი დაფინანსებები შეწყვიტა. ამერიკამ უკვე დაუწესა სანქციები ძალადობრივ ჩინოვნიკებს და ეს პროცესი გაგრძელდება. ინვესტიციები და სამუშაო ადგილები იკლებს. რატომ აწყობთ პროვოკაციები? იმიტომ, რომ ფაქტი გადაფარონ. ამ ქვეყნის ნამდვილი საფრთხე თავად არიან და ხალხმა არ დასვას კითხვა, ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოს იზოლაციაზე? – პასუხია ივანიშვილის რეჟიმი! ვინ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს? – პასუხი ისევ ივანიშვილის რეჟიმია. რატომ მცირდება სამუშაო ადგილები და რატომ გრძელდება გაჭირვება? იმიტომ, რომ ქვეყნის ძარცვა პირად ბიზნესად აქციეს. ჩვენი არჩევანი ცხადია – არ შევეგუებით რეჟიმს, არ დავუშვებთ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას, ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის და რეჟიმის ცვლილებისთვის გრძელდება. ისინი გვთავაზობენ შიშსა და მონობას, ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას და სიძლიერეს. ეს ქვეყანა ხალხს ეკუთვნის და ხალხი მას დაიბრუნებს“,-განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს.
აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
