კანდიდატის სტატუსი ძალიან გრძელი გზის დასაწყისია და არა რაღაც დასრულებული ეტაპი – ირაკლი ქადაგიშვილი

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ევროპულ ოჯახში სრული ინტეგრაციისთვის, მომდევნო ეტაპი 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებაა, რომლის შემდეგაც ქვეყანამ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, განაცხადი უნდა გააკეთოს.
ევროკომისიაში უკვე გადაიგზავნა, მთავრობის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმა. მმართველი გუნდის მიზანია, საქართველო სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი. სწორედ ამიტომ, უმრავლესობა, რეკომენდაციების შესრულებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გეგმავს. თუმცა ერთსულოვნება არ არის ოპოზიციაში, სადაც მხოლოდ ნაწილია მზად, დათქმების შესრულების მიზნით, საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთოს.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, კანდიდატის სტატუსი ძალიან გრძელი გზის დასაწყისია და არა “რაღაც დასრულებული ეტაპი”.
“ეს არის დამსახურებულად მონიჭებული სტატუსი საქართველოსთვის და, ამავდროულად, მე მაინც ხაზს გავუსვამ იმას, რომ კანდიდატის სტატუსი – ეს არის ძალიან გრძელი გზის დასაწყისი და არა რაღაც დასრულებული ეტაპი. გამომდინარე აქედან, საქართველოს დასჭირდება ბევრი ძალისხმევა და დიდი შრომა იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება, ეკონომიკა, სოციალური პოლიტიკა, დემოკრატიული განვითარება, ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად მივუახლოოთ. ეს პროცესი არ ინება მხოლოდ ამ 9 რეკომენდაციის შესრულებით, არამედ იქნება რამდენიმე წელზე გათვლილი და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო ამ გზას სწრაფად გაივლის და ამ გზის შეფასების დროს მოწინავე ქვეყანა იქნება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დეზინფორმაციას ე.წ. მიტაცებულ ქართულ მართლმსაჯულებაზე ევროკავშირი უარყოფს, ინსინუაციები რომ გამოირიცხოს – ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის ანგარიშში, საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა ევროპის ტოპ ოცეულშია, მსოფლიო რეიტინგში – 36-ე ადგილზეა

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი მუდმივად არის აქაური ოპოზიციის, არასამთავრობოების თუ ცალკეულ ევროდეპუტატთა კრიტიკის საგანი, რამდენად სუბიექტურია მათი შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს – სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!

აკაკი ალადაშვილი: საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია – ეს შედეგი მნიშვნელოვანი მიღწევაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, თუმცა ჩვენი გუნდის მუშაობით, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს მივაღწევთ