მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას ზეიმობს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს ბარბარობა აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. ის ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით, წმინდა ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც დიოსკორემ, საკუთარმა მამამ, თავი მოკვეთა. გადმოცემის თანახმად, ამ დროს, ციდან, ელვის სახით, ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა.
“ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა”, – აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ტექსტში.
წმინდანი ბავშვების მფარველადაა მიჩნეული.

ასევე დაგაინტერესებთ

ციხის ოთხმა კედელმა კიდევ უფრო გაუმძაფრა გირჩ ჯაფარიძეს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ზიზღი. ციხიდან გამოგზავნილ მის წერილს, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მისამართით, მე შევაფასებდი, როგორც საკუთარი უსუსურობით გაბოროტებულ და შეუმდგარი კაცის ნაჯღაბნს