კირილ დმიტრიევი – დონალდ ტრამპი პრობლემების გადამჭრელია

დონალდ ტრამპი პრობლემების გადამჭრელია, – ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა საუდის არაბეთში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი პრობლემების გადამჭრელი ადამიანები არიან, რომლებმაც მთელი რიგი ძლიერი გამოწვევები უკვე მოაგვარეს, ძალიან სწრაფად, ძალიან ეფექტურად და ძალიან წარმატებით“, – განაცხადა კირილ დმიტრიევმა.
რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ დმიტრიევმა შესაძლოა, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების მთელი კომპლექსის აღდგენის შესახებ აშშ-ის დელეგაციასთან გასამართ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს, რათა ეკონომიკური საკითხები განიხილოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამერიკულმა ბიზნესებმა დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარი დაკარგა რუსეთიდან გასვლის გამო. ასე რომ, ეკონომიკური ზიანი იმის გამო, რაც ახლა ხდება, ძალიან ბევრ ქვეყანას მიადგა და გვჯერა, რომ წინსვლა პრობლემების მოგვარების გზით არის შესაძლებელი“, – აღნიშნა დმიტრიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ბესო შენგელია არის დევნილი, რომელიც ბევრს მუშაობს ამ თემებზე… “ჩვენი ინფორმაციით, საქართველოდან გასული საწვავის 85% პირდაპირ საოკუპაციო ძალებთან მიდის და მარაგდება უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართული სამხედრო-სტრატეგიული ობიექტები”

ზურა-გირჩი ჯაფარიძე: ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც გაუბაზრდა რომ არასრულწლოვნების ‘კაჩაობის’ დაორგანიზებაში მონაწილეობდა პატრონის შვილის დავალებით და შემდეგ ამაზე მასთან ერთად ღლაბუცობდა