Europa Nostra–მ გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ადგილები დაასახელა

Europa Nostra–მ, ორგანიზაციამ, რომელიც იცავს კულტურულ მემკვიდრეობას ევროპაში, შეადგინა ისტორიულად და კულტურულად მნიშვნელოვანი ადგილების „შორთ-ლისტი“, რომლებიც გაქრობის საფრთხის წინაშეა.
სიის პირველ ადგილს იკავებს 1844 წელს აშენებული ავსტრიის სარკინიგზო სადგური Mixnitz-Bärenschützklam. ეს არის მე-19 საუკუნის ინჟინერიის მნიშვნელოვანი ძეგლი და ისტორიული სარკინიგზო მარშრუტის ნაწილი, რომელიც აკავშირებს ვენას ტრიესტთან, იტალიაში.
სადგური ყოველწლიურად იზიდავს ტურისტებს თვალწარმტაცი ალპური ლანდშაფტის შუაგულში მდებარეობის გამო. თუმცა, სარკინიგზო ხაზების გაფართოების გეგმების გამო დანგრევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
ასევე შერჩეულ სიაში შევიდა რკინის ციხე (Château de Fer) ათში (ბელგია), რომელიც აშენდა 1887 წელს. ეს არის ერთადერთი შემორჩენილი შენობა ბელგიაში, რომელიც დამზადებულია დაპრესილი ლითონისგან, ინოვაციური ასაწყობი სამშენებლო სისტემის გამოყენებით. ციხესიმაგრეში ლითონი გამოიყენებოდა არა მხოლოდ კონსტრუქციებში, არამედ დეკორატიულ ელემენტებშიც, რაც ასახავს იმ დროს გადასვლას არქიტექტურაში ახალი მასალების გამოყენებაზე. 1999 წელს ნაწილობრივი აღდგენის მიუხედავად, შენობა ამჟამად გამოუყენებელია და მიწის შესაძლო გაყიდვის გამო დანგრევის საფრთხის ქვეშაა.
სიაში შემდეგია ნიბორგის ციხე ში, რომელიც აშენდა მე-12 საუკუნეში და ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე კარგად შემონახული სამეფო ციხე. აქ მეფე ერიკ V კლიპინგმა ხელი მოაწერა დანიის პირველ კონსტიტუციას 1282 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ციხე სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფება, ის შესაძლოა დაზიანდეს მის ტერიტორიაზე ახალი საინფორმაციო ცენტრისა და ადმინისტრაციის შენობის აშენების გეგმების გამო.
„შორთ-ლისტიდან“ Europa Nostra-ს ჟიური შეარჩევს შვიდ ადგილს, რომლებიც მიიღებენ დახმარებას და დაფინანსებას აღდგენისთვის. ობიექტების საბოლოო სია გაზაფხულზე გამოქვეყნდება.