საბურავების მწარმოებელი იაპონური Bridgestone Corp.–ი გეგმავს 300 მილიარდი იენის (დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი) ღირებულების აქციების გამოსყიდვას.
კომპანიის ცნობით, ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა 20 თებერვლიდან 23 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება. მთლიანობაში, Bridgestone გეგმავს საკუთარი აქციების დაახლოებით 11%-ის დაბრუნებას.
