დღეს თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილი-3 II, III კვარტლების, მეტროსადგური „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, გახოკიძის, დამპალოს, კაკლიანის, მაისურაძის, ხომლელის და ბერიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ჩხეიძის, ქავთარაძის, ყაზბეგის და ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.