თამარ ჩერგოლეიშვილი – საგამოძიებო კომისია არის ივანიშვილის ცირკი, რომ მათ მიერ შექმნილი კრიზისიდან ყურადღება გადაიტანონ – გიგა ბოკერია არ აპირებს მისვლას, დაიჭირონ, ჩემი ქმარი გაძლებს ციხეში, ეს მათ ხელში იარაღი აღარ არის

[საგამოძიებო კომისია] არის ივანიშვილის ცირკი, განკუთვნილია იმისთვის, რომ მათ მიერ შექმნილი კრიზისიდან გადაიტანონ ყურადღება, თითქოს “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ არის პროცესი, მივიდნენ ისევ „გამარჯვების კარტამდე“, რაც არის პოლარიზაცია, თითქოს “ნაციონალური მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის არის დაპირისპირება , – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში” ”ქართული ოცნების” მიერ
ჩერგოლეიშვილი თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაპატიმრებით, პროტესტს ვერ ჩაახშობს. მისი განმარტებით, პროტესტს ძალა იმიტომ აქვს, რომ ივანიშვილმა საკუთარი ამომრჩევლებიც “გადააგდო”.
“მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს რესურსი, ეს ყველაფერი რეპრესიებით ჩაახშოს, მითუმეტეს, რომ არ ჰყავს პროტესტს ერთი თავი. რა ვიცი, დაიბაროს ზურაბ ჭიაბერაშვილი ან დაიბაროს . გიგა არ აპირებს (საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაზე) მისვლას და ჩასვეს ერთი წლით ციხეში, პროტესტს რა დააკლდება ამით, გიგა ბოკერიას პროტესტია? ან ნათია მოგელაძის გამო დგანან? ეს ადამიანები იმიტომ დგანან ქუჩაში, რომ მათ უნდათ რეჟიმის ცვლილება. რეჟიმის ცვლილება არ ენდომებოდათ, რეჟიმს რომ არ გადაეხვია კურსისთვის, სანქციები არ იარსებებდა საერთოდ, ბიძინა ივანიშვილს რომ საკუთარი ამომრჩეველი არ ”გადაეგდო”. ეს ძალა და ენერგია პროტესტს იმიტომ აქვს და ამდენი ხანი იმიტომ ძლებს, რომ ივანიშვილმა საკუთარი ამომრჩევლებიც “გადააგდო”.
ეს არის ივანიშვილის ცირკი, განკუთვნილია იმისთვის, რომ მათ მიერ შექმნილი კრიზისიდან გადაიტანონ ყურადღება, თითქოს “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ არის ეს პროცესი, მივიდნენ ისევ იმ გამარჯვების კარტამდე, რაც არის პოლარიზაცია, თითქოს “ნაციონალური მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის არის დაპირისპირება და მაგ ხაფანგში შეჰყვეს ვინმე? დაიჭირონ მაშინ, ერთ წლით შეუძლიათ დაჭერა, თუ მანდამდე მივლენ. ამით იმუქრებიან და ლაზარემ თუ გაძლო ციხეში, ჩემი ქმარიც გაძლებს ერთი წელი, ამით პროტესტს არაფერი დააკლდება, ეს მათ ხელში იარაღი აღარ არის, მაშინ უნდა მოჰფრთხილებოდნენ სასჯელს – როცა 50 ადამიანზე მეტი პოლიტიკურ პატიმრობაშია და სრულიად უდანაშაულო ხალხი ციხეშია, საგამოძიებო კომისიაზე უნდა მივიდე, თორემ დამიჭერენო – ამას ვინ გამოიყენებს”, – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
გარდა ამისა, “ფედერალისტების” ლიდერმა ოპოზიციური სპექტრის ერთიანობის საკითხზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ოპოზიციას ერთიანობა საკუთარ ამომრჩეველთან სჭირდება, რათა ყველა ჯგუფის ადამიანმა მიმდინარე პროცესში საკუთარი ინტერესები დაინახოს.
“პოლიტიკურ ალტერნატივას მართლაც სჭირდება გადატვირთვა და გარდატეხა, ოღონდ, ეს გარდატეხა მოვა, თუ პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთისგან თავებს გამოწევს. ამ პოლიტიკოსებს ერთობა სჭირდებათ საკუთარ ამომრჩეველთან, ანუ მათ სჭირდებათ ფოკუსის შეტრიალება და იმ საკითხებზე მსჯელობის დაწყება, რაც მათ ამომრჩეველს აწუხებს ანუ პროტესტის მონაწილედ თავი უნდა იგრძნოს სხვადასხვა ინტერესის ჯგუფმა, ყველამ უნდა დაინახოს ალტერნატივაში თავისთვის სასიკეთო. ის ადამიანები, რომლებიც დღეს უკმაყოფილო არიან ივანიშვილის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ოღონდ არ არიან პროტესტში ჩართულები, უფრო მეტიც – არ გულშემატკივრობენ, მათ უნდა დაინახონ პროცესში თავისთვის საინტერესო”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.