ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნება, კიდევ ერთი წარმატება და ნიცა თავაძის ემოციები – რა ფოტოებს აქვეყნებს ქართველი ვარსკვლავის მეუღლე – Marao
სერია A-ს მე-16 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კალიარი“ 2:1 დაამარცხა. “ნაპოლის” ქართველი ვასრკვლავის ბოლო თამაშებს არც ისე კარგი გამოხმაურებები ჰქონდა, წერდნენ, რომ ხვიჩა ფორმაში არ იყო და არ უმართლებდა, თუმცა ამ თამაშში გადამწყვეტი გოლი სოწრედ კვარაცხელიამ გაიტანა. “დაბრუნდა! ოსიმენის გოლშიც მონაწილეობდა, შემდეგ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. დღეს მშვიდი და თავისუფალი ჩანდა”, – დაწერა Calcio napoli 1926-მა ქართველი ნახევარმცველის შესახებ.
გულის გატანის მომენტი ემოციური აღმოჩნდა არამხოლოდ იტალიელებისთვის, არამედ ხვიჩასა და “ნაპოლის” ქართველი ფანებისთვისაც, განსაკუთრებით კი, ალბათ, ნიცა თავაძისთვის, რომელიც მეუღლის ყველაზე დიდი გულშემატკივარია. მან კვარაცხელიას ფოტო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა და ეს წარმატება საჯაროდ მიულოცა.
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. 21 წლის ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი. 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ. საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს: „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.
ხვიჩა კვარაცხელიას ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი რომ ოჯახს უჭირავს, ამას ფეხბურთელი ხშირად აღნიშნავს. მშობლებისა და მეუღლის შესახებ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისაუბრა:
„ძალიან მაგარია, როცა ახალგაზრდა გოგოს შეუძლია ბულინგს ასეთი ფორმით უთხრას – მკიდიხარ” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ნიცა თავაძის შესახებ
„ოჯახია ჩემი მოტივაციის წყარო. ჩემი აზრით, ყველაზე მეტს ეს ადამიანები ნერვიულობენ – ცუდი პერიოდია თუ კარგი. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ცუდი პერიოდიც და ყველაზე მეტად ჩემმა მეუღლემ იმოქმედა… ერთად ბევრი ცუდი მომენტი გამოვიარეთ, რა თქმა უნდა, კარგიც, მაგრამ… მადლობა ოჯახს, პირველ რიგში, ნიცას, სულ ჩემ გვერდით არიან. სანამ რამე შემიძლია, მათ გამო, ქართველი ადამიანების გამო, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან, არაფერს დავიშურებ” – ამბობდა ხვიჩა.
“მინდა ვთქვა და იცოდეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება… როდესაც ამდენი წარმატების შემდეგ ადამიანი არ იცვლება და კვლავ კეთილშობილების მაგალითია, იმ ადამიანის ყველაფერი გამიხარდება… ” – როგორ ახასიათებს ლაშა ტალახაძე ხვიჩა კვარაცხელიას
ცოტა ხნის წინ იტალიური მედია წერდა იმის შესახებაც, თუ როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ნიცა და ხვიჩა იცხოვრებენ. როგორც ცნობილია, ქორწილის მეორე დღეს ისინი იტალიაში გაემგზავრნენ და ნეაპოლში დაბინავდნენ. მათი სახლი მყუდროა, ზღვის ხედით.