“რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ასე კვარაცხელიას დავკარგავთ” – იტალიელი ჟურნალისტი

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ზილიანიმ “ნაპოლის” გარემარბის ს შესახებ ისაუბრა.
ზილიანის თქმით, მეტოქეები “კვარაზე” თამაშის წესებს ხშირად არღვევენ და მსაჯებმა ქართველი ფეხბურთელი უნდა დაიცვან.
“კვარაცხელიასადმი მეტოქეების სიუხეშე შემაშფოთებელია. “ნაპოლის” გარემარბმა კიდევ ერთი დიდი მატჩი ჩაატარა “კალიარის” წინააღდეგ, მაგრამ ნანდესმა და სხვა მოთამაშეებმა უამრავი დარტყმა მიაყენეს, თუმცა მსაჯმა ამის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა.
სულ მცირე 30 წელია, რაც საბჭო ახალი წესების შემუშავებაზე მუშაობს, რაც დაიცავს მას ვისაც ურტყამენ და არა ვინც ურტყამს, თუმცა ფაქტია, რომ შედეგს ვერ ვხედავთ.
რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ,
წინააღმდეგ შემთხვევაში კვარაცხელიას დავკარგავთ”, – განაცხადა ზილიანიმ.