საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 1-ელ აპრილამდე საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1-ელ აპრილამდე განხორციელდება. ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები კი, მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 2025 წლის 1-ელ აპრილამდე დარჩენილ დროში საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციას ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონპროექტის გათვალისწინებით, ბიუროს უფლებამონაცვლედ მთავრობის ადმინისტრაცია ჩაითვლება.
ბიუროს ლიკვიდაციის მიზნით, მთავრობამ სალიკვიდაციო კომისია კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უნდა შექმნას.
პროექტის თანახმად, ლიკვიდაციის შედეგად ბიუროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია – 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!