დაფუძნდა „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“

სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესის მოქალაქეებმა დღეს, 17 თებერვალს, ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეს თბილისში, მის ძეგლთან დააფუძნეს „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“.
მოძრაობა უკვე 100-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, მათ შორის არიან ნიკოლოზ წიქარიძე, ელენე ფასური, ვახუშტი მენაბდე, გოტა ჭანტურია, გიგა ბექაური, ლევან ლორთქიფანიძე, ალექსი ჩიღვინაძე, მაია ბარქაია, ია ერაძე, სოფო ვერძეული, ირა სილანტევა.
დამფუძნებლების თქმით, საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიაა.
„ავტორიტარიზმის გაძლიერების, შიშისა და დაბნეულობის ფონზე, მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, თანასწორობასა და უკეთეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაზე ღიად და უკომპრომისოდ საუბარი. მოძრაობა ამის მიღწევას არგუმენტების თანმიმდევრული გავრცელებით, ახალი წევრების მიღებით, პროტესტის მუხტის გაძლიერებითა და ახალი აქტივობების წამოწყებით გეგმავს“, – აცხადებენ დამფუძნებლები.
მათი თქმით, უახლოეს თვეებში დაგეგმილია სრულფასოვანი საპროგრამო დოკუმენტის შემუშავება. მოძრაობაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!