რა დაადასტურა სასამართლოზე თურნავამ? – რას ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი

რა დაადასტურა სასამართლოზე თურნავამ? – რას ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი
თანაინვესტირების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში, დღევანდელ სასამართლო პროცესზე საუბრისას, თქვა:
“ივანიშვილი ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს პროცესი, რადგან მისთვის ყოველი დღე არის მტკივნეული, თვალსაჩინო ხდება მისი გამოძალვის ოპერაციის მთელი ბედკრულობა. მან ჩართო მაქსიმალურად ყველა ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რაც კი შეეძლო, რათა დაემტკიცებინა თავისი ნარატივი.
ყველა სახელმწიფო ექსპერტი, ნათია თურნავა, თუ სხვა ეფუძნებიან პროკურატურის დადგენილებას და იმის გარშემო მოძრაობენ. მაგალითად ეროვნულმა ბანკმა, ქართუ ბანკის წერილის საფუძველზე დაადგინა, რომ ივანიშვილი ყოფილა ინვესტორი. შესაბამისად, თავისივე პროკურატურის და “ქართუს“ მიერ გავრცელებულ ჩვენებებს ატრიალებენ და მოგვივლენენ, როგორც ჭეშმარიტებას ნათია თურნავამ, როგორც ივანიშვილმა, დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება იმის, რომ ივანიშვილი არის ინვესტორი, არ არსებობს. მან მოიშველია ქართუს ბანკის წერილი, სადაც ის თავადვე აღიარებს, რომ ივანიშვილი იყო ინვესტორიო, ეს კი საკმარისი იყო, რომ დაგვეჯარიმებინაო“
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში