გაზმომარაგების ავარიულად გათიშვის საკითხზე სემეკში „თბილისი ენერჯის“ პირველი მოსმენა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „თბილისი ენერჯის“ საკუთრებაში არსებული 500 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად გათიშვის ფაქტზე მოსმენა დაიწყო. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საჯარო მოსმენაზე შპს „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა ისაუბრა როგორც ავარიის შესაძლო გამომწვევ მიზეზებზე, ასევე კომპანიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენისას უსაფრთხოების ნორმები სრულად იყო დაცული.
„კომისიისა და ენერგოომბუდსმენის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესში საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიას დაევალა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომისიაში დეტალური ინფორმაციის წერილობით წარმოდგენა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, კომისია გადაწყვეტილებას საკითხის სრულად შესწავლის შემდეგ მიიღებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ