რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი საუდის არაბეთში აშშ-სთან მოლაპარაკებისთვის გაემართნენ. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა.
„დღეს, პრეზიდენტი პუტინის ინსტრუქციით, საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი რიადში მიფრინავენ. ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრას, სავარაუდოდ, სამშაბათს გამართავენ, რაც ძირითადად რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში არსებული მთელი სირთულეების გადაწყვეტას დაეთმობა.
პირველ რიგში საუბარი შეეხება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მთელი კომპლექსის აღდგენას, ასევე უკრაინის შესახებ შესაძლო მოლაპარაკებების მომზადებას და ორ პრეზიდენტს შორის შეხვედრის ორგანიზებას“, – თქვა პესკოვმა.
