მაცარი: კვარაცხელიაზე მოგიყვებით ისტორიას, რომელიც ჯერ არავინ იცის

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ “კალიარისთან” (2:1) გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ს შესახებაც ისაუბრა.
მაცარის თქმით, ხვიჩასთან ფსიქოლოგიურ ასპექტზე ბევრს მუშაობს.
“გასულ სეზონში ხვიჩა ყველამ აღიარა და ეს სრულიად ნორმალურია, თუმცა როდესაც მატჩებში გოლების გატანას ვერ ახერხებს, კრიტიკის ობიექტი ხდება.
იცით, ეს ისტორია არავინ იცის, “კალიარისთან” მატჩამდე მთელი დღის განმავლობაში ვსაუბრობდით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მოთამაშისთვის სიმშვიდეს. ახლა მენტალურად უფრო ძლიერია, დღეს მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა.
არაჩვეულებრივი ბიჭი და დიდებული ადამიანია, რომელიც პრობლემებს არასდროს შეგვიქმნის”, – განაცხადა
მაცარიმ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.