მარინე ბერიძე: ყველას მიაგნო განგებამ და ყველას გაუსწორა თვალი!

“ძნელი წარმოსადგენია, რომ ვიღაც “კაი ოჯახის შვილი” და “კაი წინაპრების მემკვიდრე” მაშინაც ასე სამართლიანად მიიჩნევდა ხმამღალი თუ ჩუმი პროტესტის სახეების, მაგალითად მიხელ ჯავახიშვილის, ტიციანის, სამანელების და ა.შ. მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა ს…
და მაშინაც საბედისწერო, ნათქვამი თუ უთქმელი და მრისხანე თანამემამულეთა თვალებში ჩაბუდებული სიტყვები: “დაგეწევათ ეს ცოდვა, დაგეწევათ!” – წყევლა-კრულვად ეჩვენებოდა და კიდევ უფრო გულქვას, კიდევ უფრო ჯიუტს, კიდევ უფრო ბოროტს, კიდევ უფრო შეუვალს ხდიდა შურისმაძიებელ მასას…
დიდხანს ვიმუშავე დიალექტოლოგიური ტექსტების მოსაპოვებლად ველზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. პირადი ისტორიები ხშირად გადასწვდებოდა ხოლმე 30-იან წლებს…
დამეჯერება: ყველას “დაეწია”!
ყველას მიაგნო განგებამ და ყველას გაუსწორა თვალი!
ეს წყევლა არაა, ცხოვრების გაკვეთილია.
პ.ს. ამ პოსტს ზუსტი ადრესატი ჰყავს.
ყველაზე მეტად ვისგანაც არ ველოდი,” – წერს სოციალურ ქსელში ენათმეცნიერი მარინე ბერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგი კაპანაძე „გრანტების შესახებ“ კანონზე – მსგავსი ტიპის კანონები კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში ჩაგვაგდებს, ვერასდროს წავალთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე – ყველა საელჩო რაღაც ეტაპზე “ქუდს დაიხურავს” და ამ ქვეყნიდან წავა

ანა წითლიძე – ივანიშვილს აწყობს, საკრებულოებში გახარია იქნება თუ „ლელო“ 2-3 კაცი შეაყვანინოს, თვითონ კი 80% აიღოს – თუ “ქართული ოცნება” არ გაურიგდა, არ მისცემს შესაძლებლობას, რომელიმე დიდ ქალაქში რაიმე შედეგი დადონ – ჰგონიათ, გაიმარჯვებენ?