ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო აქციების მონაწილე 22 ადამიანს ჩაუნიშნეს პროცესი. მათ პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
მათ შორისაა, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, გიორგი კირთაძე, რომლის პროცესიც დაწყებიდან მალევე გადაიდო.
იქამდე გადაიდო კიდევ 4 პროცესი, მათ შორის, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო – ელენე ხოშტარიასა და ნათია ლეთოდიანის.
დღესვე ჩანიშნული იყო მზია ამაღლობელის “სამართალდარღვევის” საქმის განხილვა, რაც სტიკერის გაკვრას უკავშირდება, თუმცა ისიც გადაიდო.
