ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა არ გაიმართა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სხდომა არ გაიმართა. თავად ბრალდებული, სასამართლო სხდომას ონლაინ რეჟიმში უნდა დასწრებოდა, თუმცა ვერ მოხერხდა. მომდევნო სხდომა 6 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება.
„უნდა ჩართულიყო დისტანციური წესით, თუმცა პრობლემაა დისტანციურ ჩართვაზე, შესაბამისად მისი მონაწილეობა სხდომაზე ვერ ხერხდება, არ ვიცით მიზეზი. მან გამოთქვა სურვილი დასწრების, იგი პატიმრობაში იმყოფება, შესაბამისად დღევანდელ სხდომაზე სასამართლო საქმეს მის გარეშე ვერ განიხილავს“, – აცხადებს მოსამართლე სალიხ შაინიძე.
საქმე ეხება, 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, შენობის ფასადზე სტიკერის გაკვრის ფაქტს. მზია ამაღლობელის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ