ეროვნული ნაკრების გენერალური შეკრება 18 თებერვლიდან 15 კალათბურთელით იწყება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით შეკრება დაასრულა. ალეკსანდარ ჯიკიჩის მეთაურობით ჩვენი ნაკრების 12 კანდიდატი 10 თებერვლიდან თბილისი არენაზე ვარჯიშობდა და 8 მათგანი იმ შემადგენლობაში მოხვდა, რომელიც 18 თებერვლიდან გენერალურ შეკრებას დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 21 თებერვალს უმნიშვნელოვანესი, რომ იტყვიან, ყოფნა-არყოფნის მატჩი ელის დანიასთან, რომლის მოგების შემთხვევაშიც ევრობასკეტის საგზურს ზედიზედ მე-6-ედ მოიპოვებს. წაგება დაღუპვის ტოლფასია, რადგან ასეთ შემთხვევაში ბოლო მატჩში ფინეთის დამარცხების შემთხვევაში გვასწრებს – იმის მიუხედავად, სერბეთში რომც გავიმარჯვოთ.
დანიასთან მატჩის მეორე დღეს, საქართველოს ნაკრები ბელგრადში გაემგზავრება,
სადაც 24 თებერვალს ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო მატჩს სერბეთთან გამართავს. ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა აღარ ექნება, თუკი საქართველო დანიას მოუგებს, რადგან სერბეთს ჯგუფში პირველობა, ხოლო საქართველოს მეორე ადგილი ექნება გარანტირებული.
საქართველოს ნაკრებს დღეს შეუერთდა ბექა ბურჯანაძე, ხოლო 18 თებერვლიდან ალექსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში იქნება ყველა ლეგიონერი. 17 თებერვალი დასვენების დღეა, ხოლო სამშაბათიდან ალეკსანდარ ჯიკიჩი მომავალი მატჩებისთვის მზადებას შემდეგ კალათბურთელებით გააგრძელებს:
რატი ანდრონიკაშვილი (ობრადოირო, ესპანეთი), კამარ ბოლდუინი (ბასკონია, ესპანეთი), მათე ხატიაშვილი (ბასკონიაU18, ესპანეთი), ლუკა ლიკლიკაძე (ორბი), გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი), ლუკა მაზიაშვილი, კახა ჯინჭარაძე (ორივე ამრა გაგრა), დუდა სანაძე (ესპეროსი, საბერძნეთი), სანდრო სანაძე (ზესტაფონი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ბექა ბურჯანაძე (კორუნა, ესპანეთი), თორნიკე შენგელია (ვირტუსი, იტალია), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), ილია ლონდარიძე (), გიორგი კორსანტია (ქუთაისი).
თბილისი არენაზე ივარჯიშებს დანიის ნაკრებიც, რომელიც თბილისში უკვე ჩამოვიდა და სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დაბინავდა.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში