ლაშა ბუღაძე: ეს ლექსი დღევანდელ “იუმორინაზე” გამხიარებულ ნაგვებზე გამახსენდა

“მუხრან მაჭავარიანის პოეზიის დიდი თაყვანისმცემელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მისი ნიჭიერი ბრაზი და სევდა ზოგჯერ სხვისაზე მეტად მიესადაგებოდა ლუმპენ-ნუვორიშების ღორულ კმაყოფილებას. ეს ლექსი დღევანდელ “იუმორინაზე” გამხიარებულ ნაგვებზე გამახსენდა – ზედ რომ აკვდება იქ მისულ ხალხსა და ამ ხალხის დამხვედრ ოღრაშ იუმორისტებს:
” დაღონებული როა კაცი,
მესმის იმ კაცის,
გახარებული კაცის –
არ მესმის.
… ვინც გინდა, იყავ –
გინდა არქიფო,
თუ გინდა ზაქრო! –
რა გიხარია, შე შობელძაღლო? “
მართლაც, რა გიხარიათ, თქვე შობელძაღლებო?” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

“”ქართული ოცნების” 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ქართველ ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში 1.5 ლარზე მეტი უჯდება. ამ თანხით სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაფინანსდებოდა და პენსია 1 წლით 92 ლარით გაიზრდებოდა”