“დაახლოებით 4 წლის წინ ბათუმის ,,ოცნების ქალაქში” ვიყავი ერთი ბავშვის სოციალური მუშაკი, ბიჭის, რომელმაც ჯართი მოიპარა დედისთვის წამლის ფულის შესაგროვებლად. მისი მიზანი იყო ერთადერთი – ოჯახს ეყიდა წამალი, რომლის საშუალებაც არ ჰქონდათ. ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები, დედას ჯანმრთელობის პრობლემები (თან საკმაოდ სერიოზული). არანაირი შემოსავალი, ხისგან აგებული ბარაკი და ა.შ. ვცდილობდი ამ ბავშვს თავი უხერხულად არ ეგრძნო და ვცდილობდი მიმხვდარიყო რომ მე უბრალოდ მისი თანადგომა და მხარდაჭერა მინდოდა და სხვა არაფერი. ამის იქით მე ვერ ვიმუშავე, რადგან სისტემური გულგრილობა იყო და არის! ოჯახს საკვების და წამლის ფული არ ჰქონდა, არც სახელმწიფო აძლევდა და როგორ წარმოგიდგენიათ რითი უნდა დაეხმაროთ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს? როცა არავინ გისმენს, როცა ყველგან აგზავნი განცხადებებს ოღონდ სადმე რაიმეთი დაეხმარონ ადამიანს, ცდილობ და მაინც იგივე წრეა. ეს ბავშვი თუ არა ხვალ მისი მეზობელი ეწირება სახელმწიფოს, რომელიც აღარ გვაქვს, გულგრილობას.
არ გაბედოს ვინმემ და ხმა არ ამოიღოს მშობლებზე! გეგონება მშობლებზე მეტად ვინმე მწარდება ამ უპატრონო ქვეყანაში!” – წერს სოციალურ ქსელში სალომე აბულაშვილი.