ბათუმში დაღუპული ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს კვერცხები და მანდარინები ესროლეს

მოქალაქეებს, რომლებიც “ოცნების ქალაქში” დაღუპული ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ კვერცხები და ხილი – მანდარინი, ფორთოხალი და ა.შ. საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ნასროლი ნივთები მოქალაქეებს თავში მოხვდათ. ბევრი მათგანი აქციაზე მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იყო მოსული.
აქციის მონაწილეებმა გამოიძახეს პოლიცია. ისინი სამართალდამცველებისგან დროულ და ეფექტიან რეაგირებას ითხოვებ. თუმცა, მათი ნაწილი წუხს, რომ პოლიცია აჭიანურებს რეაგირებას.
“იმ ბავშვებს ესროლეს ეს ყველაფერი” – ისმის შეძახილები ადგილიდან.
მოქალაქეები ეკონომიკის სამინისტროსთან დაახლოებით ორი საათის წინ შეიკრიბნენ. ისინი ბავშვების გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ და მოითხოვენ, დაისაჯონ მომხდარში დამნაშავე პირები.
აქციის დასრულების შემდეგ ისინი მარშით გაემართნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ. სწორედ ამ დროს, კულტურის სამინისტროსთან ახლოს, საცხოვრებელი კორპუსიდან მათ ფანჯრიდან ესროლეს კვერცხები და ხილი.
ამავე თემაზე:
· იოსელიანი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამოძიებას მოითხოვს, “რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები”
· “მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას ადასტურებს” – საია
· „ოცნების“ გამოხმაურება „ოცნების ქალაქში“ ბავშვების დაღუპვაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს