ბიზნესმენი გოგი თოფაძე გარდაიცვალა

­ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, გოგი თო­ფა­ძე 85 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თო­ფა­ძის ახ­ლობ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ.
გოგი თო­ფა­ძემ 1957 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის 51-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და სწავ­ლა გა­ნაგ­რძო თბი­ლი­სის პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის კვე­ბი­სა და ქი­მი­უ­რი მრეწ­ვე­ლო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. 1962 წელს ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო კვე­ბი­სა და მრეწ­ვე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო – კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში მეც­ნი­ერ – თა­ნამ­შრომ­ლად. 1967 წელს გოგი თო­ფა­ძემ ჩა­ა­ბა­რა მოს­კოვ­ში ორ­გა­ნუ­ლი ქი­მი­ის სა­კავ­ში­რო სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ას­პი­რან­ტუ­რა­ში. 1969 წელს და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია, რის შემ­დე­გაც მას მი­ე­ნი­ჭა ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის წო­დე­ბა.
1970-1975 წლებ­ში თო­ფა­ძე მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სი საპ­ნის ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რად. 1975 -დან 1986 წლამ­დე იყო სა­წარ­მოო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „თბილ­ლუ­დის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. 1986 წლი­დან მუ­შა­ობ­და ლი­ლოს ლუ­დის მშე­ნე­ბა­რე ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რად. 1994 და­ა­არ­სა ლუ­დის კომ­პა­ნია „ყაზ­ბე­გი”.
1997 და 1998 წლებ­ში და­ა­სა­ხე­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო ბიზ­ნეს­მე­ნად.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს