სალომე ზურაბიშვილი – რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია – ხვალ კი შესაძლოა, სხვაგანაც გამოიყენოს, ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთმა საქართველო ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია. ამის შესახებ ზურაბიშვილმა მედიასთან ისაუბრა.
შესაბამისად, ზურაბიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ში ს ჩატარების დრო არ არის.
„რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია. ის ამ მეთოდს არ იყენებს მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, იყენებს რუმინეთსა და მოლდოვაშიც, ხვალ კი შესაძლოა, სხვაგანაც გამოიყენოს, და როცა უკრაინაში არჩევნებზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც , რომელმაც ომი ვერ მოიგო და არც სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებაშია დარწმუნებული, შეეცდება უკრაინის დამორჩილებას. ასე რომ, ფრთხილად, არჩევნებთან, მოემზადეთ, მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის!”, – დასძინა ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგია საფრთხეს წარმოადგენს და საერთო პრობლემაა.
“თუ ამას საქართველოში არ დაუპირისპირდნენ, ის შავი ზღვის გავლით სხვაგანაც გავრცელდება. გერმანიაც კარგად ხედავს, რომ ჰიბრიდული სტრატეგია აქაც საფრთხეს წარმოადგენს. ასე რომ, ჩვენ საერთო სამიზნე და საერთო პრობლემა ვართ”, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი საუბრობს თბილისში მიმდინარე პროტესტზე.
“ქუჩაში ყოველდღე პროტესტია – ხალხის ნება სწორედ ახალი არჩევნების ჩატარებაა. და როცა არჩევნებამდე მივალთ, ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს მხარდაჭერილი. უნდა დაგვიჭირონ მხარი, როგორც ქვეყნის ლეგიტიმურ მხარეს, რადგან ლეგიტიმურობა ხალხის გარეშე არ არსებობს”, – აცხადებს ზურაბიშვილი.