ბათუმის ტრაგედიაზე: შეუძლებელია ნუგეშის სიტყვების პოვნა ასეთი ტრაგედიის დროს

თბილისის მერი, , ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“შეუძლებელია ნუგეშის სიტყვების პოვნა ასეთი ტრაგედიის დროს-ბათუმში დაღუპულ ორ მცირეწლოვანს გლოვობს მთელი საქართველო. თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებს, ახლობლებს, ბათუმელებს!”

 

შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში, „ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დღეს, 17:00 საათზე ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია იმართება –
„ვიკრიბებით ეკონომიკის სამინისტროსთან, რათა გავაპროტესტოთ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მოვითხოვოთ პასუხი ამაზე პასუხისმგებელ პირებისაგან და სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპული მცირეწლოვნების ახლობლებსა და მთელს საქართველოს“ — წერია ღონისძიების აღწერაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული