მარგუს ცაჰკნა – შევხვდი გიორგი გახარიას და ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. “არჩევნებთან” დაკავშირებით ხაზი გავუსვი, რომ ესტონეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, ესტონეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
“შევხვდი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინდელ ე.წ. “არჩევნებთან” დაკავშირებით ხაზი გავუსვი, რომ ესტონეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – წერს ცაჰკნა.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!