,,დილიდან „ოცნება“ გაშლის ნარატივს, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა“ – ნათია მეზვრიშვილი

ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას, რა დროსაც ორი მცირეწლოვანი, 4 და 5 წლის ბავშვი ორმოში დაიხრჩო, ეხმაურება ,,გახარია საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
,,დილიდან „ოცნება“ გაშლის ნარატივს, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. მაინც რომ გვახსოვდეს, როცა 2 წლის მანძილზე შადრევანში, ორმოში და თხრილში (რომლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო) 4 ბავშვი იღუპება, ამას უბედური შემთხვევა კი არა, კორუფცია ჰქვია. „ოცნების“ კორუფცია უბრალოდ ქრთამის აღება აღარ არის. „ოცნების“ კორუფცია კლავს. ზოგი რეჟიმი პირდაპირ კლავს, ზოგი წამებით, ესენი კორუფციით კლავენ.
კი, უბედური შემთხვევევის გაპოლიტიკურება მიუღებელია. რაც ამ ქვეყანაში ხდება, არაა უბედური შემთხვებები, დანაშაულებია და სახელად კორუფცია ჰქვია.“

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო