პეტერ ფიშერი – ევროკავშირი არ აღიარებს უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში – ვაგრძელებ ცრუ წინადადების უარყოფას, თითქოს მოგონილი “დიფ სთეითი” გავლენას ახდენს ევროკავშირზე

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ოკუპირებული ს ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.
როგორც ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, ევროკავშირი უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს.
“ევროკავშირი არ აღიარებს 2025 წლის 15 თებერვლის უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში.
P.S. ვაგრძელებ ცრუ წინადადების უარყოფას, თითქოს – სხვათა შორის, მოგონილი – “დიფ სთეითი” გავლენას ახდენს ევროკავშირზე“, – წერს ფიშერი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის