ისრაელ-“ჰამასის” ომი – ტყვეების დახსნის ოპერაცია ისრაელისთვის ტრაგიკულად დასრულდა

ტყვეების დახსნის ოპერაცია სთვის ტრაგიკულად დასრულდა – 3 მძევალი თავად “ცახალმა” იმსხვერპლა, რადგან ისინი, შემთხვევით, საფრთხედ მიიჩნია. ვითარებას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ მძევლებს ხელში თეთრი დროშა ეჭირათ, თუმცა ცეცხლი მაინც გაიხსნა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გამოძიება უმაღლეს დონეზე დაიწყეს.
ტრაგიკული შეცდომა ნეთანიაჰუზე ზეწოლას ზრდის. “ჰამასის” მიერ, 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლების ოჯახები და რიგითი ისრაელელები სასწრაფო ზავს ითხოვენ. მოსახლეობა, გვიან ღამით, ქუჩებში გამოვიდა და მთავრობას ტყვეების ნებისმიერ ფასად დახსნა მოსთხოვა.
ომის დასრულებას ნეთანიაჰუს მხოლოდ მოსახლეობის ნაწილი არ სთხოვს, დიპლომატიურ სიბრტყეშიც ასეა. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ სიხისტით ისრაელი საერთაშორისო თანადგომის დაკარგვას რისკავს, რომელმაც, ომის დაწყების შემდეგ, ისედაც იკლო. უსაფრთხოების საკითხებში -ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანიც ამ გზავნილით სტუმრობდა ისრაელს. ის დაარწმუნეს, რომ ომის ამ ფაზაში, ისრაელი “ჰამასის” სამიზნეებზე უფრო ზუსტ შეტევებზე ფოკუსირდება.
ღაზაში ყოველი დღე დაკრძალვის დღეა. მსხვერპლი 19 000-ს აღწევს. ანკლავში 36-დან მხოლოდ 11 საავადმყოფო მუშაობს, სამედიცინო რესურსისა და ადგილების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ, აშშ-ის ზეწოლით, ქვეყნის პრემიერმა ჰუმანიტარული ტვირთებისთვის კერემ-შალომის სასაზღვრო პუნქტი გახსნა, ვითარება ღაზაში უცვლელად მძიმეა. ამ საკითხებზე ნეთანიაჰუ “წითელი ჯვრის” წარმომადგენლობასაც შეხვდა.
ისრაელის ჯარი ხან იუნისის სკოლებში რეიდს აგრძელებს, რადგან იქ ტერორისტები ეგულება. რამდენიმე ლიკვიდირებულია, ნაწილი ჩაბარდა. ისრაელზე სარაკეტო იერიშებს აგრძელებს “ჰამასი”. კატარში კი ამბობენ, რომ მალე ისრაელის მხარეს ოსლოში მორიგი ზავის დეტალებზე შეხვდება. ერთკვირიანი ტყვეთა გაცვლის შემდეგ, პროცესი უთანხმოების საფუძველზე შეჩერდა, რის გამოც 120-ზე მეტი ისრაელელი მძევალი “ჰამასის” ხელში რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილი მკურნალობას კი არ უნდა გადიოდეს, ის ციხიდან უნდა იხდიდეს ფულს და უყურებდეს, როგორ მკურნალობენ სხვა პატიმრები, რომლებმაც მისი ციხე გაიარეს – რომელ ღირსების შელახვაზეა ლაპარაკი, რომ გადაწყვიტონ, დააშარდონ თუ არ დააშარდონ პატიმარს?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: ჩვენი ორგანიზაციის წევრმა, გიორგი სიხარულიძემ, რომელიც 17-18 წლის იყო, საკნიდან გამოსულმა რომ დამინახა, თვალი ჩამიკრა და გამამხნევა, ამის გამო, ჩემს თვალწინ სცემეს სამაგალითოდ, ამაზე დარდობო?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!