დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა – “ბორდო” ფრეს დასჯერდა

ლიგა 2-ის მე-18 ტურში „ბორდო“, რომელიც საკუთარ მოედანზე „სენტ-ეტიენთან“ სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ფრეს დასჯერდა – 0:0.
მასპინძელთა ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე და მისთვის უჩვეულო მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშა.
ჟირონდული გუნდი 19 ქულით მე-17 ადგილზეა და 19 დეკემბერს გასვლაზე „დიუნკერკს“ დაუპირისპირდება.
ბორდო – სენტ-ეტიენი 0:0
ერთი პერიოდი ატყდა ბუმი ქართველ ფეხბურთელებზე, რაც კვარაცხელია ფაქტორმა განაპირობა დაიტევს დადგა ყველაფერი თავის ადგილას, ასევეა ეროკავშირზე აღტკინებაც