„ტანსაცმელში ჰქონდა დამალული 2 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობები“ – უცხოელი სარფში, 163 000-ზე მეტი ლარის ღირებულების საქონლის უკანონოდ შემოტანას ცდილობდა

სარფის საბაჟოზე მებაჟე ოფიცრებმა 1657,27 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
სამსახურში აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის, რ.ჰ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილი და თავად მოქალაქე ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს.
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს მცირე ზომის 6 შეფუთვაში მოთავსებული ოქროს ნაკეთობები ტანსაცმელში მალულად ჰქონდა განთავსებული.
“ექსპერტიზის შედეგად, დადგინდა რომ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 163 108,47 შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ