“ლატვიის პრეზიდენტს ახალი არჩევნების ჩატარების მხარდაჭერაზე ვესაუბრე” – ზურაბიშვილი

პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლატვიის პრეზიდენტს, ედგარ რინკევიჩს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
“ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს ქართველი ხალხის ურყევი სურვილის მხარდაჭერაზე ვესაუბრე – ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ერთად უფრო ძლიერები ვართ”, – წერს X-ზე.
პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე შეხვედრა გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული