პუტინი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით აპირებს მონაწილეობას – მედია

ვლადიმერ პუტინი გეგმავს, რუსეთის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში, კენჭი არა პარტია “ერთიანი რუსეთის” კანდიდატად, არამედ დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყაროს და კიდევ 6 წელი მართოს ქვეყანა, – წერს სააგენტო Reuters-ი მაღალი რანგის რუსი პოლიტიკოსების განცხადებებზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც 700-ზე მეტი პოლიტიკოსი და სპორტისა თუ კულტურის სფეროს წარმომადგენელია გაერთიანებული, ერთხმად დაუჭირა მხარი პუტინის დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგენას.
ორ ათწლეულზე მეტია, ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2024 წლის მარტშია ჩანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში