ამ მომენტისთვის ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე: „საქართველო ყურადღების ცენტრში“ განაცხადა.
„გვყავს ეს მარიონეტი მთავრობა, რომელსაც სურს პუტინის ინსტრუმენტი იყოს და რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველო მის ევროპულ გზას დააშოროს და რუსულ გზაზე დააბრუნოს. ეს ძალიან სახიფათოა, ვინაიდან თუ ეს საქართველოში იმუშავებს, და ამ მომენტისთვის ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან საკმარის რეაქციას ვერ ვხედავ, მაშინ ეს შეიძლება სხვაგანაც გამოიცადოს.
საქართველო მხოლოდ საქართველო არ არის, მხოლოდ ის ქვეყანა არ არის, სადაც მოსახლეობის 80% აქამდე დიდი ხნის წინაც მხარს უჭერდა ევროპულ გზას, ეს [ასევე] შავი ზღვაა. იმაზეა, ხვალ ვინ გააკონტროლებს შავ ზღვას. ამ ბოლო პერიოდამდე და უკრაინის ომამდე საპორტო შემოსვლები გვქონდა ნატოს გემების, ევროპელი პარტნიორების. ეს გაჩერდა.
რუსეთმა გამოაცხადა, რომ ახალ სამხედრო საზღვაო ბაზას ხსნის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში. ანაკლიის პორტი, რომელიც ერთ-ერთი დიდი პროექტია, არავინ არ იცის ჩინელები ეპატრონებიან თუ არა მას, ეს გვესმის, მაგრამ ჩინელების შემთხვევაში როგორც ყოველთვის არის ხოლმე – კონტრაქტს ვერ ხედავ, კონტრაქტის ტექსტი არ იცი და ამას მაშინ გავიგებთ, როდესაც დასრულებული იქნება, და მერეც – ვერ წაიკითხავ…
ასე რომ, მგონია, რომ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ქართული პოლიტიკა, გაცილებით მეტია, ვიდრე „ერთი პარტიის ოპოზიციაზე გამარჯვება“, ეს გამოწვევაა ევროკავშირისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
