,,აპრილში გვექნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების 20 წლიანი გეგმა”- ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG)მოწვევით საქართველოში
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტები იმყოფებიან, რომლებმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაიწყეს.
IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფმა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერმინალიდა სააეროდრომო ნაწილი დაათვალიერეს და არსებული პოტენციალი და შესაძლებლობები ადგილზე შეისწავლეს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფი ორი დღის განმავლობაში, ქუთაისის აეროპორტის შესაბამის სამსახურებთან ერთად გენერალური განვითარების გეგმისათვის საჭიროპროცედურებს და დოკუმენტაციას ადგილზე შეისწავლიან.
,,ჩვენ IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებს დეტალურად დავათვალიერებინეთ ქუთაისის აეროპორტის არსებული ინფრასტრუქტურა, მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც საჭირო იყო მგზავრების მომსახურების მიმართულებით. სამუშაო პროცესი დაახლოებით 6 თვეს გასტანს და აპრილში გვექნება ქუთაისის აეროპორტის განვითარების 20 წლიანი გეგმა, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ სად და როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი აეროპორტი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც IATA-ს მასშტაბის ორგანიზაცია დეტალური დოკუმენტაციის შემუშავებისთვის არის მოწვეული საქართველოში,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
IATA-ს წარმომადგენლები მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმას მოამზადებენ. რაც გულისხმობს აეროპორტის მასტერპლანის მომზადებას 20-წლიან პერსპექტივაში. მასტერპლანი არის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა