როგორია საახალწლო სოფელში პირველი დღე და ვის მოსმენას შეძლებენ ადგილზე მისული სტუმრები – თბილისში საახალწლო სამზადისია

თბილისში საახალწლო სამზადისია. დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი დილიდან სტუმრებს მასპინძლობს. დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, დაგეგმილია არაერთი გასართობი და კულტურული აქტივობა.
ტერიტორიაზე მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზრობა, ყინულის საციგურაო მოედანი, ატრაქციონები. დღის მეორე ნახევრიდან კი, სპეციალურად მოწყობილ სცენას მუსიკალური ბენდები და ქართული ესტრადის მომღერლები დაიკავებენ.
20:00 საათზე, მაყურებლის წინაშე სტეფანე და მისი ბენდი წარდგებიან. სპეციალურად მოწყობილ სცენას სამ საათში დაიკავებს სალიოც. დღის ბოლოს კი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის დიჯეი დაუკრავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს