აი ფაქტი: სანქცირებულ ივანიშვილს აქტივები ოფშორიდან საქართველოში გადმოაქვს

ავტორები: ჯეიმს დოუსეტი (OCCRP), iFact და GMC

2024 წლის დეკემბერში -მ დაასანქცირა, საქართველოში კრემლის ინტერესების გატარების და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის გამო. ამის საპასუხოდ, ოლიგარქი ცდილობს ფინანსური ზიანი შეამციროს და ქონება გადაარჩინოს – ამ მიზნით, თავისი კომპანიები ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოიტანა.   

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოლიგარქის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები 27 დეკემბერს გვამცნო. აქედან ოთხი დღის შემდეგ, 31 დეკემბრიდან კი ივანიშვილმა ოფშორული კომპანიების საქართველოში გადმოტანა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ავრცელებს.

ივანიშვილმა ოფშორული ზონიდან საქართველოში გადმოიტანა ის კომპანიაც, რომელიც მთაწმინდაზე მდებარე “მინის სასახლის” მიმდებარე ტერიტორიას ფლობს. OCCRP-იმ დაადგინა, რომ ამავე კომპანიის საკუთრებაშია მდიდრული რეზიდენცია კურორტ აბასთუმანი და პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი ოფისი თბილისში.

პოლიტიკური რისკებისა და სანქციების ანალიტიკოსი, საკონსულტაციო კომპანია  Enmetena Advisory-ის დამფუძნებელი მაქსიმილიან ჰესი ამბობს, რომ ივანიშვილის აქტივების რესტრუქტურიზაცია, შესაძლოა, საქართველოს დიდ “თავის ტკივილად” ექცეს, თუ მილიარდერის წინააღმდეგ სანქციები მომავალშიც გაგრძელდება. ის გვიხსნის, რომ ასეთ შემთხვევაში ძალიან გართულდება ჩვენს ქვეყანასთან ბიზნესის წარმოება, რადგან ივანიშვილს ეკონომიკაზე დიდი გავლენა აქვს და საქართველო სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდება.

„მისი აქტივებს საქართველოს მთლიან ეკონომიკაში ძალიან დიდი წილი აქვს… ფაქტობრივად, რასაც ივანიშვილი აკეთებს, არის ის, რომ საკუთარ თავზე და თავის ქონებაზე არსებული რისკი საქართველოსა და ქართველ ხალხზე გადაიტანა”, – ამბობს ჰესი. 

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა არ უპასუხა OCCRP-ის კონკრეტულ შეკითხვებს ივანიშვილის აქტივების საქართველოში “გადმოპორტირების” შესახებ. მისი თქმით, აშშ-მ ამ სანქციებით ივანიშვილი “დასაჯა”, რადგან მან რუსეთთან ომის წამოწყებაზე უარი თქვა  და “არ დაუშვა რევოლუცია”.

ბოლო თვეებია, საქართველოს ხელისუფლება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ჩასახშობად მკაცრ ზომებს მიმართავს. პრემიერმინისტრმა მ ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს საჯაროდ დასდო ბრალი და განაცხადა, თითქოს, ისინი საქართველოში უკრაინის მსგავსი აჯანყების წამოწყებას ცდილობენ და ამაში უცხოელები ეხმარებათ.

ვრცლად აი ფაქტი