მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა

მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება კონფერენციის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰეუსგენმა გახსნა.
“პუტინმა გაანადგურა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, მან თანამშრომლობას კონფრონტაცია ამჯობინა და სამწუხაროდ, მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ მოგვიწევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ვისაუბროთ”, – აღნიშნა მან.
უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს ჩატარდება და მას სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით სხვა წარმომადგენელი დაესწრება.
სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე.
დღეს კონფერენციის მთავარი პროგრამა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის გლობალურ მმართველობაზე, დემოკრატიულ მდგრადობაზე, კლიმატის უსაფრთხოებაზე და ბევრ სხვა თემაზე ფოკუსირებით დაიწყება.
ხვალ გაიმართება დებატები საერთაშორისო წესრიგის მდგომარეობაზე, ასევე რეგიონულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე. ყურადღება გამახვილდება ასევე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მომავალზე. კვირას კი კონფერენცია მსოფლიოში ევროპის როლზე დისკუსიებით დასრულდება.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?