ევროკავშირში, დამსაქმებლებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თანამშრომლების ემოციების მონიტორინგი აუკრძალეს

ევროკავშირში ახალი წესები ამოქმედდა, რომლებიც ზღუდავს ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას სხვადასხვა სფეროში. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
მაგალითად, დამსაქმებლები ვეღარ შეძლებენ თვალყური ადევნონ თანამშრომლების ემოციებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ხოლო ვებსაიტები – მომხმარებლების მოტყუებას, რათა მათ მეტი ფული დახარჯონ.
აკრძალულია სოციალური დაცვის სააგენტოებისა და კერძო ორგანიზაციებისთვის AI-ის გამოყენება კლიენტების შესაფასებლად, როდესაც საქმე ეხება არა პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა ეთნიკური წარმომავლობა.
რამდენიმე გამონაკლისის გარდა, პოლიცია ვერ შეძლებს გამოიყენოს ვიდეომეთვალყურეობის კამერების მონაცემები, რომლებიც აღჭურვილია AI-ზე დაფუძნებული სახის ამოცნობის ტექნოლოგიით.
ასევე უკანონო გახდება დამსაქმებლების მიერ ვებკამერების და ხმის ამოცნობის სისტემების გამოყენება თანამშრომლების ემოციების თვალყურის დევნებისთვის.
ეს ზომები არის მსოფლიოში პირველი კანონის ნაწილი ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ, რომელიც ევროკავშირმა 2024 წელს მიიღო. იგი სრულ ძალაში შევა 2026 წლის 2 აგვისტოდან.
კანონის მთავარი მიზანია ხალხის დაცვა მანიპულაციისგან. მაგალითად, აკრძალულია აპლიკაციების გამოყენება, რომლებიც იყენებენ ინტერნეტში აღმოჩენილ ფოტოებს ან ჩანაწერებს ვიდეომეთვალყურეობის კამერებიდან მონაცემთა ბაზის შესაქმნელად.
ევროკავშირის ქვეყნებს მოეთხოვებათ მიმდინარე წლის აგვისტომდე დანიშნონ სპეციალური ორგანოები, რომლებიც გააკონტროლებენ ამ წესების დაცვას. თუ კომპანიები მათ დაარღვევენ, ისინი შეიძლება დაჯარიმდნენ მათი შემოსავლის 1,5%-დან 7%-მდე.

ასევე დაგაინტერესებთ