დღეს თბილისში და რუსთავში დაბინძურებული ჰაერია – რამდენით აჭარბებს მაჩვენებელი ნორმას

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე 14 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული თბილისსა და რუსთავშია.
ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში დაბინძურება ფიქსირდება მარშალ გელოვანის გამზირი №34 -ზე PM2.5-ს მაჩვენებელი 51.55 მკგ/მ3. აღმაშენებლის გამზ., №73ა -ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 67.69 მკგ/მ3.
რუსთავშიც დაბინძურება ფიქსირდება 2 მისამართზე: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 61.67მკგ/მ3 და ს ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 81.96 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 120.25 მკგ/მ3.
გარემოე ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
PM2.5-ის შემთხვევაში 50 მკგ/მ3-ს ზემოთ მაჩვენებელი ძალიან ცუდ მდგომარეობად ითვლება. PM10-ის შემთხვევაში კი 100 მკგ/მ3-ს ზემოთ.
PM დამბინძურებლები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებია, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორი ჯგუფად იყოფა PM10 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები